|
ფლოუერ შოპი ყვავილების მაღაზია |
თბილისში გაიხსნა ყვავილების მაღაზია "ფლოუერ შოპი" მაღაზიის ფუნქცია ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილების აქსესუარებით გაწყობა, ორიგინალური ხელნაკვეთი სასაჩუქრო და დეკორატიული ექსკლუზიური თაიგულების შექმნა, რაც საქართველოში მივიწყებული ტრადიციის, მარადიულობის და სილამაზის სიმბოლოს ხელოვნური ყვავილებისადმი სიყვარულის აღდგენას გულისხმობს.
დღეს, თანამედროვე მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროების მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტების და სხვადასხვა დანიშნულების ცენტრების დიზაინი სწორედ ხელოვნურსა თუ ცოცხალ ყვავილებს ეფუძნება.
საქართველოში ადამიანის პატივისცემის გამოსახატავად იის, ვარდის, ღიღილოს, იასამანის,გვირილის თუ ლილიის კონის მოძღვნა მიიჩნევა.
აღმოსავლეთის ხალხების ჩვეულებამ, საჩუქრად ერთი ყვავილის მირთმევა, აქტიურად გადაინაცვლა ევროპის ქვეყნებში.
ჩვენი მაღაზია, ანალოგიური პროფესიული მაღაზიების მსგავსად, გთავაზობთ ექსკლუზიურ თაიგულებს, კომპოზიციებს და კოლაჟებს, რომლებიც გამოსაყენებელია არა მარტო სასაჩუქროდ, არამედ საცხოვრებელი ბინების, ოფისების ინტერიერ-ექსტერიერის მოსაწყობად.
მაღაზია მოწოდებულია დააკმაყოფილოს ყველა ასაკისა და სხვადასხვა შესაძლებლობების (იგულისხმება ფინანსური) ადამიანის გემოვნება, გაგიწიოთ მომსახურება როგორც ადგილზე ისე სახლში (უფასოდ) მიტანით.
|